"აზერბაიჯანის ავიახაზები", ავიკომპანიის ბორტ Embraer 190-ის ავიაკატასტროფის წინასწარი გამოძიების შედეგებისა და ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, დროებით აჩერებს ფრენებს რუსეთის რამდენიმე ქალაქში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 28 დეკემბრიდან და იმოქმედებს გამოძიების საბოლოოდ დასრულებამდე.
შედეგად, ფრენები შეჩერდება ბაქოდან რუსეთის შემდეგ ქალაქებში: მინვოდი, სოჭი, ვოლგოგრადი, უფა, სამარა, გროზნო, მახაჩყალა.
მანამდე, "აზერბაიჯანის ავიახაზებმა" 25 დეკემბრიდან ფრენები შეაჩერება ბაქოდან გროზნოსა და მახაჩყალის მიმართულებით.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებების ბილეთების მქონე მგზავრებს აქვთ ბილეთების სრული დაბრუნების ან უფასო გამოცვლის უფლება.
წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.
თვითმფრინავმა კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 38 ადამიანი.