"საფარი" ე.წ. ტიტუშკის მიერ ნაცემი ქალის, ქეთევან მესხის უფლებებს დაიცავს - ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
"25 დეკემბერს გამართულ ქალთა მარშში მონაწილეობისას, დაზარალებული ქალი ორბელიანის სასახლესთან იმყოფებოდა. ამ დროს, უცნობი პირი მარშის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, შემდეგ კი მასთან ახლოს მდგომ ქეთევან მესხს სახეში დაარტყა, რის შედეგადაც ქალს დაზიანებული აქვს ხელი, მიღებული აქვს დაზიანებები თავის არეში.
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მიზნით, მანიფესტანტებს თავს ესხმიან როგორც საპოლიციო ძალები, ასევე რეჟიმის მართული არაკანონიერი დაჯგუფებები - ე.წ. ტიტუშკები" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ქეთევან მესხის ინტერესებს სასამართლოში საფარის იურისტი ეკატერინე მუზაშვილი დაიცავს.