სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის(დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალურ სამიტში, რომელსაც სანქტ-პეტერბურგში მასპინძლობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
ფაშინიანის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 25 დეკემბერს, დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში მიზეზად დასახელებულია კორონავირუსული ინფექცია კოვიდი.
"23 დეკემბერს დამიდგინდა კორონავირუსი. 23-24 დეკემბერს გადავედი იზოლაციაში და მუშაობას სახლიდან ვაგრძელებდი. უკვე 25 დეკემბერს ჩემი დიაგნოზი იყო უარყოფითი და მუშაობის ჩვეულ განრიგს დავუბრუნდი, თუმცა კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას არ მივიღებდი. დღის ბოლომდე მივიღებ გადაწყვეტილებას მივიღებ თუ არა მონაწილეობას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოს სხდომაში, რომელიც ხვალ გაიმართება", - წერს ფაშინიანი.
დსთ-ს წევრები არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მოლდოვას დაწყებული აქვს ამ გაერთიანებიდან გასვლის პროცესი, რომელიც 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.