"ქართველი "პრემიერ-მინისტრი" (ბრჭყალები გვახსენებს იმას, რომ [კობახიძე] ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგია) ემუქრება ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას მმართველი პარტიას ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება", - წერს ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილზე განაცხადა: "29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ".