საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს იტალიის სენატის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის, ასევე ევროპულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილის მიმართვა 13 საათზე, ონლაინ ფორმატით იქნება.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით კომიტეტების თავმჯდომარეების მიწვევით გამოვა.