ვხედავთ რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ვროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
"ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ დავყრუვდით და არ გვესმის, რას ამბობენ დემონსტრანტები საქართველოში უკვე მერამდენე დღეა? არჩევნები მოპარული იქნა, ის გაყალბდა და მათი მომავალიც მოპარული იქნა - მათი ოცნებაც მოპარული იქნა. "ქართული ოცნება" მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო ევროპულია და არ არის რუსეთი, მაგრამ საქმეზე ამას ვერ ვხედავ. ჩვენ ვხედავთ რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების ცემასა და ოპოზიციონერების დაპატიმრებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის თავზე ღრუბლები იკვრება და ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ და ხელი შევუშალოთ "ოცნებას", რომ დაასამაროს ნამდვილი ქართული ოცნება? ქალბატონი ზურაბიშვილი იბრძვის თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. საქართველოს ადგილი ევროპული დემოკრატიების ოჯახშია და სალომე ზურაბიშვილი პლენარულ სხდომაზეც ისაუბრებს ამაზე. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მათ ტყუილად არ აქვთ ჩვენი იმედი", - განაცხადა ლუაზომ.