გაიღვიძე, ევროპა და დადექი აქციის მონაწილეთა გვერდით. ქალბატონო კალას, რას ნიშნავს ეს? „ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე“. რას ელოდებით? სისხლისღვრას? პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრებას, პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად? თქვენ განაცხადეთ, რომ უკვე მზად არის დასასანქცირებელ პირთა სია, გააკეთეთ ეს, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მალგორზატა მარია გოსიევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ლოდინის გარეშე, ევროპის მოქმედების დროა.
„კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი ქუჩაშია გამოსული „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, პრორუსული პარტიის, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ქვეყანას რუსეთის მკლავებისკენ. დაკავებები, ძალადობა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაყინვა – ეს არის ხელისუფლებაში მყოფთა პასუხი ქართული საზოგადოების მიზნების მიმართ. საქართველოში დემონსტრაციები სლოგანის – „გაიღვიძე, საქართველოს“ ქვეშ მიმდინარეობს. მე კი ვიტყოდი – გაიღვიძე, ევროპა და დადექი აქციის მონაწილეთა გვერდით. ქალბატონო კალას, რას ნიშნავს ეს? „ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე“. რას ელოდებით? სისხლისღვრას? პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრებას, პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად? თქვენ განაცხადეთ, რომ უკვე მზად არის დასასანქცირებელ პირთა სია. გააკეთეთ ეს, ეს მაინც გააკეთეთ. გეძინათ 2008 წლის ომის დროს. საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპის ნამუსი მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ გადაარჩინა. თქვენ მოქმედება არ გსურდათ მაშინ. ახლა ლოდინის გარეშე, მოქმედების დროა. ქართველები იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის. მოდით, დავეხმაროთ მათ. საქართველოს გაუმარჯოს“, – აღნიშნა მალგორზატა მარია გოსიევსკამ.