რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ნიღბიანი უცნობი პირები მედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს, თუმცა როგორც მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, ისინი დაკავებულნი არიან.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პირები ფიგურირებდნენ მანამდე მეტროში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში.
შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.