ბებია-ბაბუების მსვლელობა მეტროსადგური „რუსთაველიდან“ დაიწყო და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.
მსვლელობისას საავტომობილო გზის ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი .
მათ გამოტანილი აქვთ პლაკატები „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს - ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.
ფოტო: პუბლიკა