საქართველოში მოვლენები არ მიდის სწორი მიმართულებით, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი, უვიზო რეჟიმის შეზღუდვა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ისაუბრებენ.
„ყველა ის მოვლენა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არ მიდის სწორი მიმართულებით, სადაც კანდიდატი ქვეყნები უნდა იყვნენ. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები მოჰყვება იმას, რომ საქართველოს მთავრობა იყენებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ევროპულმა მხარეს? ერთი საკითხია სანქციები, მეორე საკითხი – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა.
ჩვენ ვართ 27 დემოკრატიული ქვეყანა საკუთარი მოსაზრებებით და ამას სჭირდება დრო. ჩვენ წარვადგინეთ სია იმ დასანქცირებული ადამიანებისა, რომლებიც, როგორც იცით, იყენებენ ძალას ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ უვიზო რეჟიმს, თუ როგორ უნდა შევზღუდოთ და არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ კომისიისთვის ამ წინადადების შემუშავების დავალება. პირველ ყოვლისა, სია უკვე შემოთავაზებულია. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ მას, მაგრამ ყველა უნდა დათანხმდეს სიას, ჩვენ ჯერ არ შევთანხმებულვართ.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი თანამდებობაზე არის 29 დეკემბრამდე და ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება, მანამდე მოხდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.