ქართველებმა ერთმანეთთან დიალოგი უნდა დავიწყოთ. თუ გათხოვება გინდათ ბიჭებს, საქართველოში ვერ გათხოვდებით, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას თქვა.
“ქართველებმა ერთმანეთთან დიალოგი უნდა დავიწყოთ. თუ გათხოვება გინდათ ბიჭებს, საქართველოში ვერ გათხოვდებით. რას ითხოვენ - არა ოჯახურ ღირებულებებს. ევროპაა მთავარი, თუ ღმერთი და საქართველოა უფრო წინ? უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ისევ გადავიტანოთ პარლამენტის შენობაში, ის ჭიდილი. რაც მოგვწონს, არ მოგვწონს... გვინდა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევამაც დაამშვიდოს ქვეყანაში სიტუაცია და ვუსურვებ, რომ ყველას პრეზიდენტი ყოფილიყოს.” - თქვა მეუფე იაკობმა. ნაწყვეტს მისი ქადაგებიდან "ტაბულა" ავრცელებს.