“ბარსელონასა” და “რეალის” ქართველმა გულშემატკივრებმა ფილარმონიიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
ისინი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას აპროტესტებენ და აცხადებენ რომ ორი დაპირისპირებული გუნდის გულშემატკირების გაერთიანებით ერთიანობის მაგალითს აჩვენებენ.
“კარგი მაგალითი შეიძლება იყოს, სიმბოლური აქტი იმისა, რომ ნებისმიერი განსხვავების, გემოვნების და ა.შ. მიუხედავად, არსებობს ერთი უმთავრესი ღირებულება, რომლის ქვეშაც ახლა გაერთიანება არის ის, რაცსრულიად საქართველოს სჭირდება და მოხარული ვიქნები, თუ დანარჩენს ადამიანებსაც მცირე შთაგონებად და მოტივაციად გამოადგებათ ეს ამბავი, რომ ასე, საფეხბურთო ბანაკის დაპირისპირებული გულშემატკივრები დღეს ერთად დგანან ერთი მიზნის ქვეშ, - ამბობს აქციის მონაწილე.
ფოტო: „პუბლიკა“