საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დღეს დაასახელებს. ინფორმაციას Le Monde ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე იყო მოლოდინები, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 12 დეკემებერს გახდებოდა ცნობილი.
შეგახსენებთ, მიშელ ბარნიემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა. ეს არის პირველი შემთხვევა 1962 წლის შემდეგ. ბარნიეს მთავრობამ მხოლოდ 91 დღე იმუშავა.