სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
„დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს.