ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! - ამის შესახებ მიხაელ როთი წერს. როთი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ქვეყანაში სრულად დამთავრდება ლიბერალური ფაშიზმი.
როთის თქმით, საქართველოში არსებობს მხოლოდ ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც მშვიდობიანი გზით უნდა დასრულდეს
"საქართველოს არალეგიტიმური პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ცდება: არ არსებობს "ლიბერალური ფაშიზმი", რომელიც "კრემლის სტილში" უნდა აღმოიფხვრას. არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც უნდა დასრულდეს მშვიდობიანი გზით — თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით. ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!" - დაწერა მიხაილ როთმა თავის სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 5 დეკემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ბოლო მოეღება.
"ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში" - თქვა კობახიძემ.