ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში წყალში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ.
გვიან ღამით მრევლი ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან შეიკრიბა, საიდანაც ზღვის სანაპიროსკენ მსვლელობა მოაწყვეს და ზღვაში შევიდნენ.
ტრადიცია უკვე მე-12 წელია სრულდება. ის მეუფე დიმიტრის ინიციატივით დამკვიდრდა.
"ნათლისღების დღესასწაულს მართლმადიდებლები სიმბოლურად წყალში შესვლით აღნიშნავენ, რათა გვწამს, რომ სულიწმინდის მადლი წყალზე გადმოვა და თითოეულ ჩვენგანს ცოდვებისგან განგვკურნავს", - განაცხადა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მარკოზმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო უფლის ნათლობას ზეიმობს.