ყველაფრის შეჩერებას, გაყინვას და შეწყვეტას გულისხმობენ ისინი ამ ქვეყანაში - ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ოპოზიციის წერილს.
„საქართველოს ისტორიას ხშირად ახსოვს ქვეყნის შიდა მტრებს რამდენი მავნებლობა ჩაუდენიათ, ამიტომ, თანამედროვე ორჯონიკიძეების ეს გზავნილი ევროკავშირს და საგარეო საქმეთა მინისტრებს და იმ შეხვედრის წინსწრებით, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, სწორედაც რომ ამ შინაარსის მატარებელია.
ამ წერილში ყველაზე ხშირად გაჟღერებული სიტყვებია - შეჩერება, შეწყვეტა, გაყინვა - სწორედაც, მათ რეალურ შინაარს აღნიშნავს.
ყველაფრის შეჩერებას, გაყინვას და შეწყვეტას გულისხმობენ ისინი ამ ქვეყანაში - ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას
ერთადერთი, რაც შემიძლია ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, რომ ამ კოლექტიური ნაცების ანტი-სახელმწიფოებრივ მოთხოვნას, თუ ვინმე შეუერთდება ან ვინმე აყვება არაფრით იქნება უკეთესი ამ მავნებლების ან ბოროტმოქმედებისგან“, - ამბობს წილოსანი.
ოპოზიციური პარტიები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა და „გახარია საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავენ.
ერთობლივი წერილის თანახმად, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ეს ოთხი პარტია ჯამში მიიღებდა ხმების 52%-ს, თუკი არჩევნები იქნებოდა თავისუფალი და სამართლიანი.