საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ბათუმი არენაზე“ უკრაინის ნაკრებთან ერთა ლიგის B1 ჯგუფში ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ბოლო წუთზე უკრაინელების შექმნილ მომენტს რაც შეეხება: მამარდაშვილი თავის სტილშია, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია – მისგან ასეთი ნახტომები ხშირია და მადლობა გიორგის. გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი და გადაგვარჩინა.
ჩეხეთში, რა თქმა უნდა, გასამარჯვებლად მივდივართ. ეს გვჭირდება, ჯგუფში პირველი-მეორე ადგილი რომ დავიკავოთ. დიდი ხანია ვამბობ, რომ ნაკრები მოედანზე მოსაგებად გადის. არ აქვს მნიშვნელობა სახელს. ჩავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთან მოვიგოთ და წარმატებას მივაღწიოთ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს ჩეხეთთან გამართავს. მატჩი ოლომოუცში 23:45 საათზე დაიწყება.