საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაის 2024-25 წლების გათამაშებაში უკრაინას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მე-7 წუთზე იხაილო მუდრიკის გადაცემის მოგერიებისას საბა კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმში მოედანზე შესვლის შემდეგ 76-ე წუთზე „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. კაკაბაძის გადაცემის შემდეგ კარში ქოჩორაშილმა დაარტყა, მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ მიქაუტაძემ დამატებაზე ზუსტად ითამაშა და ანგარში გაათანაბრა - 1:1.
საქართველოსა და უკრაინის მატჩი საბოლოოდ ფრედ დასრულდა. ყველაფერი მომდევნო ტურში გადაწყდება – 19 ნოემბერს საქართველო ჩეხეთს ესტუმრება.