შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე მისი საარჩევო კამპანიის სპიკერს, ქეროლაინ ლევიტს წარადგენს.
"ის არის ჭკვიანი, მკაცრი და დაამტკიცა, რომ აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები. ის იქნება გამორჩეული პრესსპიკერი და დაგვეხმარება ამერიკელი ხალხისთვის ჩვენი გზავნილების მიწოდებაში“, - აცხადებს ტრამპი.
ტრამპის წინა ადმინისტრაციაში ლევიტი პრესსპიკერის თანაშემწედ მუშაობდა. შემდეგ მან კენჭი იყარა წარმომადგენელთა პალატის წევრობისთვის მშობლიურ შტატ ნიუ ჰემფშირში, თუმცა დემოკრატ კონკურენტთან დამარცხდა. იგი ასევე მუშაობდა კონგრესის წევრ ელის სტეფანიკის კომუნიკაციების დირექტორად, რომელიც ტრამპმა წარადგინა გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად.