19-20 იანვარს ლონდონში ჩრდილოატლანტიკური სამიტი გაიმართება, რომელზეც ცხრა ქვეყნის ლიდერი - ბრიტანეთის, ისლანდიის, შვედეთის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ და ასევე განიხილავენ ჩრდილოეთის "მინი-ნატოს" შექმნის იდეას.
ინტერნეტ-გვერდ " WikiLeaks"-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად ნორვეგიაში აშშ-ს ელჩი ამგვარი ორგანიზაციის პროექტს სასარგებლოდ მიიჩნევს იმისათვის, რომ "პოლარულ დათვებსა და რუსებს მიეხედოთ".
ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებათა მიზანი მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კავშირების გამყარებაა. თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კემერონი თავის კოლეგებთან საუბრისას ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის იდეას აუცილებლად შეეხება.
იგეგმება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მინი-ნატოს ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებული იქნება წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც აპრილში ჰელსინკში გაიმართება.