ლაგოდეხის რაიონის სოფელ გელათში, დილას, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. სახლში მყოფი 2 ადამიანი, სახლის მეპატრონე 53 წლის შოთა ჩირგილაძე და მისი სტუმარი 57 წლის მამაკაცი დაიღუპნენ.
როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ჩაქრობა სწრაფად ვერ მოხერხდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო.