"ქრისტიან-დენოკრატები" იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენენ.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის ნიკა ლალიაშვილის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში მოქმედი მოსამართლები უნდა ჩაერთონ. ასევე, ცვლილება უნდა შეეხოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებსაც.
კერძოდ კი, პრეზიდენტის მიერ წარგენილ წევრებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა, ხოლო მათი დანიშვნა გარკვეული ვადით უნდა მოხდეს.
საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. პარლამენტში კი ინიციატივას "ქრისტიან-დემოკრატები" წარადგენენ.