შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი მადანაშაულებს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში. მას აშკარად ვაშინგტონმა დაავალა ასე გაეკეთებინა. რა სამწუხაროა", - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმი ვიქტორ ორბანი X-ზე წერს.
საქართველოში არჩევნების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტზე ულფ კრისტერსონმა განაცხადა: "ის არ ლაპარაკობს ევროპის ქვეყნების სახელით, ის არ ლაპარაკობს შვედეთის სახელით, ის შესაძლოა ლაპარაკობს რუსეთის სახელით, მაგრამ ის არ ლაპარაკობს სხვების სახელით."
ამას უნგრეთის საგარეო უწყებაში შვედეთის ელჩის დაბარება მოჰყვა.