საუბრობენ გაყალბებაზე, რომლის სისტემაც ვერავინ დაადგინა. ეს ყველაფერი სიგიჟეა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„დააკვირდით ოთხი წლის წინანდელ მოვლენებს, რას აპროტესტებდნენ მაშინდელი არჩევნების შემდეგ. იმავე მეთოდს იყენებს ახლაც ოპოზიცია გარე დავალების შესასრულებლად. საუბრობენ გაყალბებაზე, რომლის სისტემაც ვერავინ დაადგინა. ეს ყველაფერი სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ვიცით წინა არჩევნებიდან გამომდინარე, ვისი დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები და ვისი დავალებით გამოვარდა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, პირდაპირ ვამბობ, აგენტია.
მის მეგობრებს მივმართავ – სირცხვილია მასთან ერთად დგომა. მან უღალატა ადამიანებს, რომლებმაც აირჩიეს. თან ეს ადამიანი სისხლის ფასად ავირჩიეთ. ადამიანებს, რომლებსაც დღეს სალომე ზურაბიშვილის გულწრფელად სჯერათ, მომავალში შერცხვებათ, მის გვერდით რომ იდგნენ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვაცხადებდით, რომ მან უღალატა თავის მრწამსს. ახლა უკვე პირდაპირ ვხედავთ, რომ დავალებების შემსრულებელია. ხომ გვაქვს აზროვნების უნარი? თან, პრეზიდენტის ინსტიტუტი არჩევნების ჩატარებისა და შედეგების შემფასებელი არც არის“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.