პარიზში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მამარდაშვილი ლევ იაშინის სახელობის წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე იყო წარდგენილი.
საუკეთესო მეკარის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, გრეგორ კობელი, ანდრეი ლუნინი, მაიკ მენიო, ემილიანო მარტინესი, უნაი სიმონი, იან ზომერი და რონუენ უილიამსი – გამარჯვებულად ზედიზედ მეორედ ემელიანო მარტინესი აღიარეს.
მამარდაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა, ის პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე იყო წარდგენილი.
ცერემონია „შატლეს“ თეატრში გაიმართა.