მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველ ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და "ქართულ ოცნების"მოვუწოდებ, არ გამოიყენოს ძალადობრივი ქმედებები დემონსტრანტების გასაჩუმებლად. მსოფლიო გიყურებთ თქვენ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განაცხადა.
„გუშინ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუერთდნენ ქართული ოპოზიციის წევრები, რათა გამოუცხადონ მსოფლიოს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმური იყო. მან მოუწოდა ქართველ ხალხს გამოვიდნენ ქუჩებში და საპროტესტო აქციები გამართონ. ასევე, სთხოვეს საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერა, გადაარჩინონ თავიანთი დემოკრატია და არჩეული გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველ ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და "ქართულ ოცნების"მოვუწოდებ, არ გამოიყენოს ძალადობრივი ქმედებები დემონსტრანტების გასაჩუმებლად. მსოფლიო გიყურებთ თქვენ", - განაცხადა ჯო უილსონმა.