ე.წ. პრეზიდენტის განცხადება არის დამარცხებული ტერორისტის კონვულსიური განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს არც ქართულ საზოგადოებაზე ექნება გავლენა, არც უცხოელ პარტნიორებზე.
„ე.წ. პრეზიდენტის ეს განცხადება არის დამარცხებული ტერორისტის კონვულსიური განცხადება. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს მან და მის გვერდით მყოფმა „პოლიტიკოსებმა“, ამას ქართულ საზოგადოებაზე უკვე არანაირი ზეგავლენა აღარ ექნება. ისინი ვერც უცხოეთში გაყიდიან ამ თავის ნარატივს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და 28ოქტომბერს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტეტსო აქცია დააანონსა.