ხვალ, 18 იანვარს, არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური გაეროს გენერალურ მდივანს პან კი მუნს შეხვდება.
გილაურისა და პან კი მუნის შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ჯერჯერობით უცნობია, რა თემებზე ისაუბრებენ პრემიერ-მინისტრი და გაეროს გენერალური მდივანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბეთის გაერთანებულ ემირატებში იმყოფება. გილაურის ოფიციალური ვიზიტი აბუ-დაბიში დღეს დაიწყო და 21 იანვრამდე გასტანს.
გილაური აბუ დაბიში მე-4 საერთშორისო სამიტ "მომავლის ენერგიას" დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. სამიტში გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბეთის გაერთიანებულ საემიროების პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ ალ მაკტუმს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ სულთან ალ ნაიანს, უმაღლესი განათლების მინისტრს, შეიხ ნაიან ბინ მუბარაკ ალ ნაიანს შეხვდება.