ხვალ, 18 იანვარს, ზუგდიდში „ქართული პარტიის" რაიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნება.
პრეზენტაციას დაესწრება „ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი და პარტიის თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე.
ოფისში იწარმოებს „ქართულ პარტიაში" გაწევრიანების მსურველთა აღრიცხვა და რეგისტრაცია.
ასევე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას მოამზადებს.
დამფუძნებელი კონფერენცია ზუგდიდში თებერვლის მეორე ნახევარში ჩატარდება.