ერთთვიანი მუშაობის შემდეგ ,,გალას" ჟიურიმ მუშაობა დაასრულა. ჟიურის შემადგენლობაში არიან თამაზ ვასაძე, ნინო ქაჯაია, უჩა შერაზადაშვილი, ივანე ამირხანაშვილი და ბაჩა მალაზონია.
როგორც დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ქაჯაიამ განაცხადა, გამომცემლობების მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი 120 წიგნიდან საბოლოოდ 6 ნომინაციაში 17 ნომინანტი შეირჩა. ესენია: სამაგიდო წიგნი _ ,,20 საუკეთესო მოთხრობა" (შემდგენელები: ბაკურ სულაკაური, თეა ქიტოშვილი, მალხაზ ხარბედია)
მიგელ დე უნამუნო - ესეები (ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ). წლის წიგნი _ ლაშა ბუღაძე - ,,კარიკატურისტი"; აკა მორჩილაძე - ,,მამლუქი"; როსტომ ჩხეიძე - ,,აგვისტოს შვილები"; ბესო ხვედელიძე - ,,თაგვის გემო". თარგმნილი წიგნი _
1. ემილი ბრონტე - ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი" (ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა); ლუი ფერდინანდ სელინი - ,,მოგზაურობა ღამის დასალიერში" (ფრანგულიდან თარგმნა სიბილა გელაძემ); ტოლკინი - ,,ბეჭდების მბრძანებელი" (ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ); ორხან ფამუქი - ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" (თურქულიდან თარგმნა ნანა ჯანაშიამ). საბავშვო წიგნი _ ნატო დავითაშვილი - ,,როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან"; ზაზა თვარაძე - ,,მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი". წიგნის მხატვრობა _
ნატაშა ბაბუნაშვილი - ფრენკ ბაუმის ,,ოზის ჯადოქარი"; GAMEძ - ზაზა ბურჭულაძის ,,სხვა გასაღები"; ნანა სამანიშვილი - ძმები გრიმების ,,შობის ღამე". წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი _ ,,ვეფხისტყაოსანი" (პროექტის ხელმძღვანელი შავლეგ შავერდაშვილი); ,,ნობელის პრემიის ლაურეატები" (პროექტის ხელმძღვანელი კახმეგ კუდავა);
ლიტერატურული კონკურსის ,,გალა" გამარჯვებულები 23 ოქტომბერს დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდებიან.