საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინათინ ხიდაშელი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ მათ დაფინანსებას უარყოფს.
მისი თქმით, მცდარია გაზეთ "ქრონიკაში" ვალერი გელბახიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2007 წელს ეროვნულ საბჭოს პატარკაციშვილი აფინანსებდა.
"რესპუბლიკურ პარტიას ბადრი პატარკაციშვილისგან არცერთი თეთრი არ მიუღია, არც როგორც ეროვნულ საბჭოში შემავალ სუბიექტს, არც როგორც ცალკე რესპუბლიკურ პარტიას. ჯერ კიდევ 2007 წლამდე ჩვენ გვქონდა შეთავაზება ბადრი პატარკაციშვილისგან, თუმცა მან ჩვენგან უარი მიიღო. კერძოდ, ვუპასუხეთ, რომ ჩვენ ფულზე არასდროს ვიყიდებოდით",_აცხადებს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, გაზეთ "ქრონიკაში" დაბეჭდილ ინტერვიუში ყოფილი პარლამენტარი, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ბრალდებული ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილი ეროვნულ საბჭოს აფინანსებდა.
ცნობისთვის, 2007 წელს ვალერი გელბახიანი ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში მოღვაწეობდა.