2011 წლის 18 იანვარს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის თანამშრომლები და მოხალისეები ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში ჩაატარებენ საქველმოქმედო ღონისძიებას. ღონისძიება შპს "ნიკორას" მხარდაჭერით იმართება.
წითელი ჯვრის მოხალისეები დაBბავშვები ხანდაზმულებისთვის ჩატარებენ კონცერტს; სოციალური ცენტის 70 ბენეფიციარს გადაეცემა შპს "ნიკორას" პროდუქცია. ღონისძიებას დაესწება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პრესა.
ღონისძიება დაიწყება 11 საათზე საგარეჯოს წითელი ჯვრის სოციალურ ცენტრში.
მისამართი: ქ. საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი 12.