უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა შექმნეს ბურიატიის სპეციალური ბატალიონი, რომელიც დაკომპლექტებულია ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებით. ამასთამ, როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, 18 ჩრდილო კორეელი სამხედრო მოსამსახურე უკვე გაიქცა რუსეთის ბრიანსკის და კურსკის რეგიონების საზღვარზე მდებარე პოზიციებიდან.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ წყაროს ინფორმაციით, რდილო კორეელი სამხედროების გაქცევის მოტივები ჯერ უცნობია. ამასთან, რუსი ოკუპანტები ცდილობენ აღნიშნული ინფორმაციის უმაღლესი მეთაურობისთვის დამალვას.
ბატალიონის პირადი შემადგენლობის სავარაუდო რაოდენობა 3000-მდე ადამიანია.
სავარაუდოა, რომ ბატალიონი შესაძლოა, ჩართული იყოს საბრძოლო მოქმედებებშ სუჯასა და კურსკის დასახლებებთან ახლოს.