უცხოური მედიის ინფორმაციით, ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავი კილიან მბაპე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი.
მედიის ცნობით, პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.
მედიის ცნობით, კილიან მბაპე გასულ კვირას მოულოდნელად ეწვია შვედეთის დედაქალაქს. ის სტოკჰოლმის ცენტრში შენიშნეს წვეულებაზე, სადაც ხუთშაბათოდან პარასკევის დილამდე იმყოფებოდა.
მადრიდის "რეალის" 25 წლის ფორვარდმა ივახშმა სტოკჰოლმის პრესტიჟულ ოსტერმალმის რაიონში, რესტორან Chez Jolie-ში, შემდეგ კი ახლომდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში გაემართა.
პოლიციის ცნობით, სავარაუდო სექსუალური ძალადობა ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს მოხდა.
განცხადება პოლიციაში ორი დღის შემდეგ შევიდა. პოლიციის სპიკერის დანიელ ვიკდალის თქმით, პროკურორი ახლა საქმეს იძიებს.
შვედური გამოცემა Aftonbladet-ი, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია გაუპატიურების შესახებ, იუწყება, რომ სექსუალური ძალადობა სავარაუდოდ იმ სასტუმროში მოხდა, სადაც მბაპე იმყოფებოდა.
მბაპე რაიმე კავშირს ძალადობასთან, კატეგორიულად უარყოფს.