ოხოტის ზღვაში, რუსეთის სოფელ უსტ-ხაირიუზოვოს მახლობლად, მამაკაცი, რომელიც ორი თვის წინ გაუჩინარდა, როდესაც ხაბაროვსკის სანაპიროდან სახალინში ჩასვლას ცდილობდა, ცოცხალი იპოვეს.
9 აგვისტოს ზღვაზე გასული კატამარანის ტიპის ნავში სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა - ორი ძმა და ერთ-ერთი მათგანის 15 წლის ვაჟი.
შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურატურის განცხადების თანახმად, ისინი სახალინის ოლქის ოხას რაიონისკენ მიემართებოდნენ ხაბაროვსკის ტერიტორიის ნიკოლაევსკის ოლქის პეროვსკის კონცხიდან, სახალინის ყურის გავლით, როდესაც მათთან კონტაქტი დაიკარგა.
ნავი იპოვეს ოხოტის ზღვაში, კამჩატკის ტერიტორიის სოფელ უსტ-ხაირიუზოვოსთან ახლოს. „ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი გადარჩა, მას სამედიცინო დახმარებას უტარებენ“, - ნათქვამია პრესრელიზში.
პროკურატურის ინფორმაციით, გადარჩენილი კაცი ახლა შოკურ მდგომარეობაშია. მისი თქმით, კატამარანის ძრავი გაჩერდა, რის გამოც ნავი უმართავი გახდა.
დანარჩენი ორი ადამიანის გარდაცვალების ზუსტი გარემოებები და დრო ჯერჯერობით უცნობია.
გადარჩენილი 46 წლის მიხაილ პიჩუგინია. გარდაიცვლილები კი მისი ძმა და ძმისშვილია.
გადარჩენილმა კაცმა 50 კილოგრამი დაიკლო. მედიის ცნობით, მან გარდაცვლილი ნათესავების ცხედრების გადარჩენა მოახერხა.