ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ დასავლეთი ს ქვეყნები დაიღალნენ უკრაინის მხარდაჭერით და სულ უფრო მეტად უჩნდებათ კონფლიქტის რაიმე სახის მოგვარების იმედი. იუწყება Financial Times
ვალტონენმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზების კერძო განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი დაიკავეს.
"ეს (დასავლეთის დაღლილობის საფრთხე) რეალურია. და ის იზრდება," - თქვა მან.
მინისტრმა დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს ყურადღება და რესურსები გადააქვს და ის დომინირებდა გასულ თვეში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ბოლო სესიაზე განხილვაში.
„ეს ორი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ ჩვენთვის, ევროპელებისთვის, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ რუსეთს მივცემთ საშუალებას, გაიმარჯვოს უკრაინაში, მაშინ, არსებითად, ჩვენ ძირს გამოვუთხრით ნდობას, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი შეკავება. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა არის, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს?“, - განაცხადა ვალტონენმა.
ფინელი მინისტრი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ სანქციები, რათა ზიანი მიაყენონ რუსეთის ეკონომიკას, კერძოდ, ნავთობტანკერების „ჩრდილოვან ფლოტს“.