ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზები ააფეთქა. მედიის ცნობით, ეს ფხენიანის სეულისადმი "ბრაზის სიმბოლური გამოხატულებაა".
სამხრეთ კორეის მხარის სასაზღვრო ზოლი აფეთქებების შედეგად არ დაზიანებულა.
სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულმა კომიტეტმა ფხენიანის ქმედებები მკაცრად დაგმო და მას "პათოლოგიური" უწოდა.
კომიტეტში აცხადებენ, რომ გააძლიერეს საზღვართან მზადყოფნა. მათივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისგან სხვა ფორმის პროვოკაციებსაც ელოდებიან.