უნგრეთის საგარეო საქმეთა და მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რო 2022 წელს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში შეერთებული შტატებს ჩარევის მცდელობა ჰქონდა. მისი თქმით, ამისათვის აშშ-მა სერიოზული ძალისხმევა გაკეთდა და მილიონობით დოლარი დახარჯა. ამის შესახებ სიაარტომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
”რამდენადაც მე ვიცი, 2022 წლის ჩვენი საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენს არჩევნებში, ჩარევის ძალიან სერიოზული მცდელობები იყო ოკეანის მეორე მხროდან - ასე, რომ ვთქვათ, ძალიან, ძალიან ძლიერი,,” - აღნიშნა სიიარტომ.
მისი თქმით, იყო ძალიან ძლიერი ინტერვენცია, ბევრი მილიონი დოლარი დაიხარჯა უნგრეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მოსაშორებლად.
„საბოლოოდ, მთავარია ხალხის ნება. მიუხედავად ამ ძალიან დიდი ინვესტიციისა ჩვენს ოპოზიციაში, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.
რეკორდული მხარდაჭერა მივიღეთ და ჩვენსა და მათ შორის სხვაობა რეკორდული იყო. ჩვენ 54% ავიღეთ, მათ 35%, თუ არ ვცდები.
ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ყველა მომავალი ჩარევის შემთხვევაში, თუ ასეთი იქნება, იგივე შედეგით დასრულდება“, - დასძინა მინისტრმა.
სიიარტომ აღნიშნა, რომ „ამერიკულმა სტრუქტურებმა მილიონობით დოლარი დახარჯეს უნგრეთის არჩევნების დროს“. მისივე თქმით, თანხები ჩადებულია უნგრეთის ოპოზიციაში, ოპოზიციურ მედიაში. "ეს ჯერ კიდევ გრძელდება", - თქვა სიიარტომ.