ნორვეგიაში რუსეთის საელჩომ ნორვეგიის ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად საკონსულო პერსონალს ორამდე შეამცირა.
საელჩოში აცხადებენ, რომ ნორვეგიული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, საელჩოს დიპლომატიური კონტინგენტი საკონსულო განყოფილებაში 17 ოქტომბრამდე ორ დიპლომატამდე შემცირდება.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შედეგად შემცირდებ საკონსულო მომსახურებაც.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიალოგი რუსეთთან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ორივე ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.
გასული წლის აპრილში ნორვეგიამ გააძევა რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი, რომლებიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაზვერვის ოფიცრები იყვნენ.