ამერიკელ რეპერს, შონ კომბსის, იმავე ფი დიდის, სექსუალურ ძალადობაში კიდევ 2 ქალი და 4 კაცი ადანაშაულებს.
პროკურატურის განცხადებით, 6 ახალი საქმე კომბსის წინააღმდეგ შეტანილი ასობით საჩივრის მხოლოდ ნაწილია.
საჩივრებში აღწერილი ინციდენტები მოიცავს პერიოდს 1995 წლიდან 2021 წლამდე. სავარაუდო მსხვერპლები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი მათგანი დიდის წვეულებებზე მოხდა.
ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ 1998 წელს ჰემპტონში, დიდის წვეულებაზე 16 წლის ასაკში იმყოფებოდა. ის რეპერთან საუბრობდა, თუ როგორ იყო შესაძლებელი მუსიკალურ ინდუსტრიაში შეღწევა და თავის დამკვიდრება, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადეს.
სექს ტრეფიკინგსა და ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული კომბსი ამჟამად ციხეში, წინასწარი დაკავების კამერაში იმყოფება.
პროკურატურის მტკიცებით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წვეულებებს ჰოლივუდის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.
54 წლის პროდიუსერი ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კომბსს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.