ლიბანის ჩრდილოეთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. იუწყება BBC
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმა მოხდა სოფელ აიტუზე, რომელიც ძირითადად ქრისტიანებითაა დასახლებული.
ეს ადგილი საკმაოდ შორს არის ბეირუთიდან და სხვა ტერიტორიებიდან, რომეთა წინააღმდეგაც ისრაელი არმია იერიშებს ახირციელებს.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმამ მთლიანად გაანადგურა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ცხოვრობდნენ ოჯახები, რომლებიც ცოტა ხნის წინ სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთით გადავიდნენ.
ისრაელს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი თავდასხმის შესახებ, მაგრამ ორშაბათს, 14 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „გააგრძელებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმენს მთელ ლიბანში“.
მან ეს განცხადება ჩრდილოეთ ისრაელში სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც კვირას „ჰეზბოლას“ მიერ დრონით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი და ათობით დაიჭრა.