საფრანგეთმა დაგმო რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება საფრანგეთის მოქალაქის ლორან ვინატიეს „უცხოეთის აგენტის“ ბრალდებით დაპატიმრების შესახებ და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ორშაბათს, 14 ოქტომბერს, მოსკოვის სასამართლომ ვინატიეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „უცხოეთის აგენტის“ საქმიანობის წესების დარღვევისთვის. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ვინატიე აგროვებდა სამხედრო ინფორმაციას ნებართვის გარეშე.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში ვინატიესთვის გამოტანილ განაჩენს უწოდებს "უკიდურესად მკაცრს" და აღნიშნავს, რომ რუსეთის კანონმდებლობა "უცხოეთის აგენტების შესახებ" ხელს უწყობს "რუსეთში ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ დარღვევას".
„საფრანგეთი მოითხოვს ლორან ვინატიეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებიას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას გააუქმოს „კანონი ცხოეთის აგენტების შესახებ. საფრანგეთის ხელისუფლება მზად არის, დაეხმაროს მას“, - განაცხადეს უწყებაში.
ფრანგი პოლიტოლოგი რუსეთისა და ცენტრალური აზიის ექსპერტია. 2014 წლიდან მუშაობს ჟენევის ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრში . ვინატიე მიმდინარე წლის 7 ივნისს დაააკავეს.
გამოძიების ვერსიით 2021 წლის აპრილში და 2022 წლის აგვისტოში ვინატიე რუსეთის 3 მოქალაქეს შეხვდა, რომელთაგან "მობილიზაციისა და სამხედრო მომზადების" შესახებ ინფორმაცია შეიტყო, ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა შესაბამისი ორგანოები. ვინატიემ ბრალი აღიარა და სასამართლოს სიტყვით მიმართა: "არ მომერიდება იმის თქმა, რომ რუსეთი შემიყვარდა. ამას ჩემი პირადი ცხოვრებაც ადასტურებს, ჩემი ცოლი რუსია, ჩემი მეგობრებიც რუსები არიან. ერთადერთი რასაც გთხოვთ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა".