უკრაინა ახლა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძვის, ამ ალიანსში კიდევ ერთი ქვეყანა გაწევრიანდა, კერძოდ, ჩრდილოეთ კორეა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორმა იგორ ჩეჩერინდამ განაცხადა.
„ფაქტობრივად, უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, ამ კავშირში კიდევ ერთი ქვეყანა გაწევრიანდა და ამიტომ დახმარება უკრაინისთვის საგრძნობლად უნდა გაიზარდოს, რადგან ახლა ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი დიქტატურის წინააღმდეგ“, - ხაზგასმით აღნიშნა მაიორმა.
მისი თქმით, თუ ავიღებთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას, მაშინ მტრის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ამასთან, {ჩრდილოეთ კორეაში} არის მილიონობით ადამიანი, რომლებიც მზად არიან იმუშაონ ერთი ჯამი ბრინჯისთვის, აწარმოონ ეს KN-23-ის რაკეტები და გამოგზავნონ ისინი აქ {უკრაინაში}, ამიტომ ჩვენი დახმარება უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ჩეჩერინდამ.