რუსეთის სასამართლომ უკრაინელ ტელეწამყვან იანინა სოკოლოვას "სიძულვილისა და შუღლის გაღვივებისთვის“ დაუსწრებლად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC იტყობინება მოსკოვის პროკურატურაზწე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ტელეკომპანია NTA-ს წამყვანმა ეთერში რუსების ეთნიკური ნიშნით მკვლელობის აუცილებლობაზე ილაპარაკა.
”თავის გამოსვლაში მან ღიად გამოხატა მუქარა რუსი ხალხის წარმომადგენლების მიმართ და აღნიშნა მათი უმოწყალო განადგურების აუცილებლობა”, - აცხადებდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი 2022 წლის 5 აგვისტოს.
BBC აღინიშნავს, რომ რუსეთის საგამოძიებო ორგანოები რუსი ცნობილი პირების მიერ უკრაინელების მკვლელობის მოწოდებებს, მათ შორის ტელევიზიების საშუალებით, როგორც წესი უგულებელყოფენ.
მაგალითად, ორი წლის წინ რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხის, RT-ის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა სატელევიზო ეთერებიდან ჩამოეშორებინა ჟურნალისტი ანტონ კრასოვსკი ძალადობისა და უკრაინელი ბავშვების მკვლელობის მოწოდებების გამო. მიუხედავად მისი ძალადობის შემცველი მოწოდებებისა, რუსეთში კრასოვსკის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.