გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელი ბრუნო კალი მიიჩნევს, რომ რუსეთი, შესაძლოა ნატო-ს ტერიტორიას თავს მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში დაესხას.
ბრუნო კალი რუსეთის მხრიდან პირდაპირ სამხედრო საფრთხეს ხედავს.
„არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლომდე, რუსული ძლაები იქნებიან ნატო-ზე თავდასხმის მდგომარეობაში“, - თქვა კალმა ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის მოსმენაზე.
„კრემლი გერმანიას მტრად განიხილავს“, - განმარტა მან და აღნიშნა, რომ გერმანია სიდიდით მეორე ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას.
”ჩვენ პირდაპირ კონფლიქტში ვართ რუსეთთან,” - თქვა მან.
კალის თქმით, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი შეშფოთებულია არა მხოლოდ უკრაინით, არამედ "ფაქტობრივად, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნით" და რუსული დაზვერვის სამსახურები სულ უფრო ხშირად იყენებენ ყველა საშუალებას ამის წინააღმდეგ.
”სიტუაციის შემდგომი ესკალაცია ნაკლებად სავარაუდოა”, - განაცხადა კალმა და დასძინა, რომ პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა მისცენ გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებს საშუალება და უფლებამოსილება, რათა თავიდან აიცილონ ეს საფრთხეები.