რუსეთის სამხედრო აეროდრომზე „ორენბურგ-2“ დაიწვა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ტუ-134. ოინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
„2024 წლის 13 ოქტომბრის ღამეს რუსეთში დაიწვა ტუ-134-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების 117-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკს ეკუთვნოდა“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ასეთი საბჭოთა თვითმფრინავები გამოიყენება, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გადასაყვანად.