ლიეტუვაში, კვირას, 13 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა.
საარჩვენო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათლის შედეგების მიხედვით, ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 22.08 პროცენტით გაიმარჯვა.
მეორე ადგილი ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ინგრიდა შიმონიტეს კონსერვატიულმა პარტიამ დაიკავა - ხმების 16,87 პროცენტით.
მესამე ადგილზე არიან ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატები - 14,30 პროცენტით
ლიეტუვის სეიმის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 52,06 პროცენტმა - მონაწილეობის ეს მაჩვენებელი წინა არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 5 პროცენტით მეტია.
არჩევნების მეორე ტური 27 ოქტომბერს გაიმართება.