კალიფორნიაში, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარამჭერებთან შეხვედრაზე, ტერიტორიის შესასვლელთან შეიარაღებული კაცი დააკავეს. შემთხვევა ქალაქ კოაჩელაში მოხდა. იუწყება BBC
რივერსაიდის ოლქის შერიფის ჩად ბიანკოს თქმით, 49 წლის ლას-ვეგასის მკვიდრი ვამ მილერი ტრამპის გამოსვლამდე ერთი საათით ადრე დააკავეს ერთ-ერთ ბლოკპოსტთან. ის ავტომობილით მოძრაობდა და თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.
ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ კაცს რამდენიმე პასპორტი, მართვის მოწმობა და ყალბი საშვი ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით 5000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი საქმის განხილვა სასამართლოში მომავალი წლის 2 იანვარს ჩაინიშნა.