ისრაელის ჩრდილოეთით, ქალაქ ბინიამინასთან უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. მათ შორის რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. იუწყება The Jerusalem Post
გამოცემა იერიშს უპრეცედენტო თავდასხმას უწოდებს. „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით, სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მაგრამ ერთმა მათგანმა ღრმად შეაღწია ისრაელის ტერიტორიაზე და დაეცა ბინიამინას რაიონში. თუმცა, საჰაერო განგაშის სიგნალები არ გააქტიურებულა.
უპილოტო საფრენი აპარატები ლიბანიდან „ჰეზბოლამ“ სარაკეტო თავდასხმის საფარქვეშ გაუშვა.
თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რაიონში, გარკვეული შეზღუდვები გააუქმა.